
რატომ არის მარკეტინგული სააგენტო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი?
მარკეტინგული სააგენტო თუ შიდა გუნდი? თუ გაქვს ბიზნესი ან მუშაობ მარკეტინგის დეპარტამენტში, ხოლო შენი კომპანია ვითარდება და იზრდება, ერთ დღეს აუცილებლად დაგჭირდება გაფართოვება და ახალი თანამშრომლები. შეიძლება დაგჭირდეს ახალი დიზაინერი, სოც მედია მენეჯერი, ედვერთაიზერი, კონტენტ მენეჯერი და ა.შ. და დადგები დილემის წინაშე - შევქმნა შიდა გუნდი თუ დავიქირავო მარკეტინგული სააგენტო? საინტერესო კითხვაა და ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მაშ ასე - მიმოვიხილოთ ორივე მხარე.
მარკეტინგული სააგნტო
პლიუსები
✅ ნაკლები დანახარჯი
შიდა მარკეტინგული გუნდის შექმნა მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს. მარკეტინგული სააგენტოს დაქირავება კი გაცილებით ეკონომიურია, რადგან ერთიან პაკეტში იღებ დიზაინერს, კონტენტ მენეჯერს, ედვერთაიზერს, ქოფირაითერს, SEO სპეციალისტს და პროექტის მენეჯერს, რომელთა ცალ-ცალკე "ინსორს" დაქირავება თავის საშემოსავლო და საპენსიო გადასახადებიანად გაცილებით ძვირი დაგიჯდება.
✅ დელეგირება - მარკეტინგული სააგენტოს დაქირავების შემთხვევაში ნაკლებად გიწევს გუნდის მენეჯმენტში ჩართვა. ხარისხის მართვას სააგენტოზე ადელეგირებ და შემსრულებელი თავად არის პასუხისმგებელი თანამშრომლების ეფექტურად და დისციპლინირებულად მუშაობაზე.
✅ გამოცდილება - მარკეტინგული სააგენტო მრავალ სხვადასხვა პროფილის მქონე კომპანიებთან თანამშრომლობს და მეტად აქვს შეგრძნება და გამოცდილება თუ რა ხდება ბაზარზე. აქვს მეტი ინფორმაცია დაგროვებული ვიდრე ფიზიკურ პირს, რომელსაც მხოლოდ კონკრეტულ კომპანიაში/სექტორში აქვს ცოდნა და გამოცდილება.
✅ კადრების გადინება - როდესაც სამსახურში გყავს საქმის მცოდნე პროფესიონალი კადრები, მუდამ არსეობობს ალბათობა, რომ უკეთეს შემოთავაზებას მიიღებს და სხვა სამსახურში გადავა. ბაზარზე კარგ კადრებზე კონკურენცია საკმაოდ დიდია. სააგენტო კი შენგან არსად წავა. თუ მიიღებს ახალ შემოთავაზებას - მარტივად დაიმატებს ახალ თანამშრომლებს და მოემსახურება მასაც, ისე რომ შენს ბიზნესს ამით არაფერი მოაკლდება.
✅ სხვა ხარჯები - ახალ თანამშრომლებს ახალი საოფისე ფართი, ახალი ინვენტარი და ტექნიკა სჭირდებათ. მარკეტინგული სააგენტო ამ ყველაფრით თვითონ ამარაგებს თანამშრომლებს და დამატებითი ხარჯი ფაქტობრივად არასოდეს გაქვს.
✅ სამსახურის გაცდენა - მარკეტინგული სააგენტო არასოდეს "მიდის შვებულებაში", არ აქვს ბიულეტენი ან რაიმე მიზეზით გაცდენილი სამუშაო დღე, რადგან სააგენტოში თანამშრომლები ერთმანეთს აზღვევენ.
მინუსები
⛔️ უცნობი გუნდი - შენ არ იცნობ მარკეტინგული სააგენტოს გუნდის ყველა წევრს და არ იცი რამდენად პროფესიონალები არიან. ისინი სამსახურში შენ არ აგიყვანია. თუ სააგენტოს თანამშრომლებს არ აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, შესაძლოა მარკტინგულმა აქტივობებმა სარგებლის ნაცვლად ბრენდი დააზიანოს.
⛔️ ალტერნატიული პროექტები - მარკეტინგული სააგენტო არ გემსახურება მხოლოდ შენ. მას შენს გარდა ბევრი დამკვეთი ყავს. Რაც იმას ნიშნავს რომ მისი თანამშრომლების ფიქრი და გონება არ არის მხოლოდ შენზე მომართული, არამედ აქვს განსაზღვრული დროები, როდესაც შენზე მუშაობს. თავისუფალ დროს სააგენტო შენს ბიზნესზე ფიქრში არ ატარებს. შესაბამისად სააგენტოს შერჩევისას სასურველია მოითხოვო ე.წ. dedicated team - გუნდი რომელიც კონკრეტულად შენს ბიზნესზეა მომაგრებული.
⛔️ ინფორმაციული რისკი - მარკეტინგული სააგენტო შესაძლოა შენს მსგავს სხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობდეს. ამიტომ სანამ მათთან დაკონტრაქტდები, აუცილებლად უნდა მიუთითო ხელშეკრულებაში ისეთი ტიპის პუნქტები, სადაც სააგენტოს შეზღუდული ექნება შენს უშუალო კონკურენტებთან თანამშრომლობა, რათა თავიდან აიცილო ინტერესთა კონფლიქტი.
შიდა გუნდი
პლიუსები
✅ პროდუქტის განვითარება - როდესაც მარკეტინგში გყავს შიდა კადრები, ისინი უფრო მეტად არიან ჩართული და კონცენტრირებული უშუალოდ პროდუქტის განვითარებაზე, რადგან მეტი შეხება აქვთ პროდუქტთან და კლიენტებთან.
✅ კონცენტრაცია - მარკეტინგული სააგენტოსგან განსხვავებით შიდა გუნდის თანამშრომელს მთლიანი ყურადღება (სწორი მენეჯმენტის პირობებში) ერთ კომპანიაზეა მომართული.
✅ მარტივი კომუნიკაცია - კომპანიის თანამშრომლებთან ოფისში კომუნიკაცია ყოველთვის უფრო კომფორტულია. დღეში რამდენჯერმე აზრების გაცვლა, მოკლე დავალებების მიცემა, რჩევები, იდეები - ეს ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება მაშინ როდესაც გუნდი იქვე, შენს გვერდით არის.
მინუსები
⛔️ დრო - კარგი მარკეტინგული გუნდის ასაწყობად საკმაოდ დიდი დროა საჭირო. სტრუქტურის შექმნა, თანამშრომლების მოძიება/რეკრუტინგი, გუნდის ერთმანეთთან შეთამაშება, ყოველდღიური მენეჯმენტი, კადრების გადინებასთან ბრძოლა - ამ ყველაფერს დრო და დიდი რესურსი სჭირდება. განსხვავებით მარკეტინგული სააგენტოსგან, სადაც გამზადებულ გუნდს იღებ.
⛔️ ხარჯი - როგორც მარკეტინგული სააგენტოს მიმოხილვისას აღვნიშნეთ - შიდა გუნდს გაცილებით მეტი სახელფასო ფონდი სჭირდება. აგრეთვე მეტი საოფისე ფართი, ინვენტარი და ა.შ.
⛔️ განვითარება - შიდა გუნდი მუდმივი განვითარების გარეშე “ჩაქრება”. თანამშრომლებს აუცილებლად სჭირდებათ გადამზადება, გავითარება, ტრეინინგები, თიმ ბილდინგი. ამას კი აქვს როგორც დროითი, ასევე ფინანსური ხარჯები. ეს ტვირთი კი მარკეტინგული სააგენტოს შემთხვევაში მთლიანად მასზეა გადასული.
დასკვნა
ორივე მხარეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მთავარია ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელი უფრო შეესაბამება შენს მიზნებს და Რომელი პლიუს-მინუსები არის აქედან შენთვის გადამწყვეტი.
თუ ჩათვლი, რომ კონკრეტულად შენთვის მარკეტინგული სააგენტო უფრო მეტად კომფორტულია დაგვიკავშირდი და გაეცანი თანამშრომლობის პირობებს.
+995 591 88 33 11
Comentários