top of page
logo.png

როგორ გავაკეთოთ ისეთი რეკლამა, რომ აუდიტორია აღფრთოვანებული დარჩეს?



რეკლამა

რატომ არის რეკლამა თქვენი ბიზნესის მთავარი იარაღი?

გიფიქრიათ, რატომ ახსოვს ხალხს ზოგიერთი რეკლამა წლების შემდეგაც კი? იმიტომ, რომ კარგი რეკლამა მხოლოდ პროდუქტის ჩვენება კი არა, არამედ ემოციის შექმნაა.

რეკლამა არის ხელოვნება, რომელიც თქვენს ბრენდს გარდაქმნის ისტორიად, თქვენს პროდუქტს - სურვილად და თქვენს მომხმარებლებს - ერთგულ კლიენტებად.


როგორ გავაკეთოთ რეკლამა, რომელიც ხალხს ნამდვილად შეიყვარებს?

  1. შექმენით ნარატივი – უბრალოდ პროდუქტის აღწერა საკმარისი არაა. მოყევით ამბავი, რომელიც მომხმარებლის პრობლემას გადაჭრის. მაგ: „მახსოვს, როგორ ვეძებდი იდეალურ ყავას, რომელიც ჩემი დილას გაახალისებდა…“

  2. ემოციის შექმნა – საუკეთესო რეკლამები მომხმარებელში იწვევს ემოციებს: სიცილი, სიხარული, ნოსტალგია. როგორ უნდა გამოიყენოთ ეს თქვენს რეკლამაში?

  3. ორიგინალური ვიზუალი – ვიზუალური იდენტობა არის ის, რაც ხალხს რეკლამას ამახსოვრებს. გააკეთეთ ისეთი კონტენტი, რომელიც ადამიანებს თვალში მოხვდება და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

  4. საინტერესო და დამამახსოვრებელი მესიჯი – თქვენი რეკლამა უნდა იყოს მოკლე, მარტივი, დასამახსოვრებელი და ნაკლებად ბანალური. მაგ.: „საუკეთესო არჩევანი შენი ბიზნესისთვის!“ ან „შენი წარმატება – ჩვენი მისია!“ და ასეთი არაფრის მომცემი საკომუნიკაციო მესიჯები აღარ მუშაობს.

  5. დამაჯერებელი სოციალური მტკიცებულება – ადამიანები ენდობიან სხვა მომხმარებლების აზრს. დაამატეთ რეალური მომხმარებლების მიმოხილვები და წარმატებული მაგალითები.

სად უნდა განათავსოთ რეკლამა, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ?

1. სოციალური მედია – დღეს ყველაზე ეფექტური რეკლამები Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn-ზეა. სად არის თქვენი აუდიტორია? იქ უნდა იყოთ თქვენც!

2. Google Ads & SEO – თუ მომხმარებელი გუგლში ეძებს თქვენს პროდუქტს, უნდა დაინახოს თქვენი რეკლამა პირველივე გვერდზე.

3. ვიდეო-რეკლამა – YouTube და TikTok-ზე ვიდეო კონტენტი საუკეთესოა ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად.

4. ინტერაქტიული რეკლამა – ქვიზები, თამაშები და ინტერაქციული კონტენტი ზრდის ჩართულობას.

დასკვნა: გსურთ დაუვიწყარი რეკლამა?

გსურთ რეკლამა, რომელიც მომხმარებელს დაამახსოვრდება და რეალურ შედეგს მოიტანს?

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები.

გაგიჭირდათ საკუთარი ძალებით კარგი რეკლამის შექმნა? სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მარკეტინგული სააგენტო Performa - პერფორმა.

დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის. შესაძლოა შენთვის იდეა გვაქვს.

 

Comments


bottom of page